სამშაბათი, 30.09.2014, 17:48:22ფორუმი | თავფურცელი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

    მეუფის სასწაულები

    შესვლა

    ძებნა ჩვენს საიტზე

    ამჟამად აქ ვინაა:


    სულ ონლაინში: 26
    სტუმარი: 26
    მომხმარებელი: 0
    მთავარი გვერდი


    ყოველ დღიურად განახლებადი ვებ-გვერდი ვრცელდება
    საქართველოს წმ.მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის საპატრიარქოს დღევანდელი სინოდის წევრის, ანონიმი მეუფის ლოცვა-კურთხევით:





    საქართველოს გოლგოთას გზა:

    საფეხური #1 - ძილი:
    ირან-თურქეთის აგრესიის დროს - რუსეთის ვითომ "მფარველობა"
    გვქონდა მოლოდინი: ტაო-კლარჯეთის დაბრუნებისა,
    მაგრამ შედეგად მივიღეთ: 1811-1989 რუსიფიკაცია!


    საფეხური #2 - ძილი:
    რუსეთის აგრესიის დროს - ევროპის ვითომ "მფარველობა"
    გვქონდა მოლოდინი: სოხუმ-ცხინვალის დაბრუნების,
    მაგრამ შედეგად მივიღეთ: 1992-2012 მრუშიფიკაცია! (იხ. ვრცლად აქ...>>)


    საფეხური #3 - გაღვიძება:
    უნდა აღვადგინოთ ტრადიციული კონსტიტუცია - რათა მივიღოთ ნამდვილი მფარველობა ღვთისა
    გვექნება მოლოდინი საქართველოს გამთლიანებისა
    შედეგად მივიღებთ უფრო მეტს: საქართველო ჯერ გამთლიანდება (ტაო-კლარჯეთსა და სოხუმ-ცხინვალთან), შემდეგ კი საქართველო გაბრწყინდება!



    წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე):

    "ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი(#1), ძილი(#2), როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება(#3)?!

    "ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს."

    "აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს."

    "მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა."

    "საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით."

    "რა არის სიმდიდრე (დღეს ევროკავშირი. საიტ.ადმინ.)? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან."


    აკაკი წერეთელი "ღამურა":

    "ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა,
    დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა...
    კრულ იყოს მისი სახელი, ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
    თვის ტომის დამწუნებელსა ჭირი მიუვა კარზედა!"







    "უფალთან ჩვენი დამოკიდებულება, მართალია, ინდივიდუალურია, მაგრამ საზოგადოებისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და კვლავაც აქვს ხელისუფალთა რწმენას ან ურწმუნოებას. ამის მაგალითად ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი მინდა შეგახსენოთ, კერძოდ, XVII საუკუნე, როცა ერთმანეთის ახლო ნათესავი ორი ქართველი მეფე, - როსტომ ხანი და თეიმურაზ I, - მოღვაწეობდნენ. როსტომმა ქრისტიანობა უარჰყო; თავის გარშემოც ასეთნი შემოიკრიბა და უზნეოდ მცხოვრებს სურდა, ხალხიც მასავით გადაგვარებულიყო. მის დროს "გამრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და დედათა თანა-აღრევა..." ამასთან, ვინც ასე იქცეოდა, მეფისგან დაფასებული იყო, ხოლო სიმართლისმომქმედნი, ცოდვისმოძულენი და წრფელნი გულითა, იჩაგრებოდნენ" (ქართლის ცხოვრება).

    სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II. 2011წ.





    "მუდამ იყვნენ კარიერისა და პირადი კეთილდღეობის სურვილით საკუთარი მეობისა და ქვეყნის ინტერესების ნებაყოფილობით უარმყოფელნი და საზოგადოებისათვის ცუდი მაგალითის მიმცემნი, მაგრამ დღემდე სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი გაჰყვა არა მათ, არამედ ჩვენი ეროვნული მეობისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულებს. ახლა დრო შეიცვალა, თუმცა ბრძოლა ისევ გრძელდება. განსხვავება კი იმაშია, რომ თუ ადრე დაპირისპირებული მხარეების საჯარისო ნაწილები ომობდნენ, ახლა ბრძოლა ადამიანის საზრისის, ანუ აზროვნების წესისთვის, მიმდინარეობს, რაც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით ხორციელდება. ...ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ არა როსტომ ხანის, არამედ ცოტნე დადიანის მემკვიდრენი."

    საშობაო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II. 2012წ.






    საქართველო გლობალიზაციაში, მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული კონსტიტუციითა და
    ტრადიციულ–პატრიარქატული ოჯახებით!
    აიტაცეთ სლოგანი და გააზიარეთ თქვენ და თქვენმა facebook-მეგობრებმა - დააწექით ამ ღილაკს :
    , შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ღილაკზე „ბმულის გაზიარება", მერე კიდევ გამოვა ერთი ფანჯარა, მითითებული უსაფრთხოების კოდი შეიყვანეთ და დააწექით ღილაკს „დასტური", შედეგად თქვენს facebook-გვერდზე დაანონსდება ეს საიტი.
    ამ ვებგვერდს რაც უფრო მეტად გაავრცელებთ – მით უფრო მეტ მადლს მიიღებთ! ამას მეყსეულად დაინახავთ პირად ცხოვრებაში!
    –მარადის დალოცვილი იქნებით სასწაულთმოქმედი მეუფისგან!
    გააგრძელე საქართველოს ნამდვილი ისტორია! ამინ!




    "ვიდრე ეს კონსტიტუცია არ აღდგება, იქამდე ღმერთი არ დაუშვებს სოხუმის, ცხინვალისა და ტაოკლარჯეთის დაბრუნებას, რამეთუ მრუშობის მორევშია საქართველო! ჭეშმარიტად გეუბნებით, ივერია მაშინ გაბრწყინდება, როდესაც ეყოლება ისეთი მთავრობა, რომლის შემადგენლობაში არ იქნება არც ერთი მრუში და უკანონოდ შობილი.

    1921 წელს "ბოლშევიკებმა" შეცვალეს "მენშევიკები", მაგრამ დღეს ცოტამ თუ იცის, რომ "ბოლშევიკების" მსგავსად, "მენშევიკებსაც" არანაკლებ სძულდათ ტრადიციული სამართალი, საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამობის გამო(!). ეს "ყვარყვარე" რენეგატი ქართველები "ბოლშევიკებთან" ერთად სამგზის შეჩვენებულნი და მარადიულად სამარცხვინო სახელის მატარებელნი დარჩნენ საქართველოს ნამდვილ ისტორიაში!

    დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ ისეთი ტრადიციული კოსტიტუციის მატარებელ საქართველოს უნდა გაგვიწიოს მფარველობა, როგორი ტრადიციულიც იყო ჩვენი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ასეთი "მფარველობა" უარესი იქნება რუსულ "მფარველობაზე".

    კარგად თუ შეგვისწავლიან, დაინახავენ, რომ:

    1. საქართველოს მოსახლეობის 95% ტრადიციული ოჯახებისგან შედგება და "ქალწულობის ინსტიტუტს" ღრმა პატივისცემით ეპყრობა. მათ შორის იგულისხმებიან აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ჩერქეზები, ჩეჩნები და სხვა კავკასიელები. უფრო მეტიც, საქართველოში ემიგრირებული არაკავკასიური წარმოშობის ხალხებიც კი (რუსები, გერმანელები, პოლონელები და სხვ.) ტრადიციულ ოჯახებს ქმნიან...

    2. "წითელი ნომენკლატურის" რევანშისტული გადატრიალებიდან დღემდე (1992-2012 წწ.) პოლიტიკურ ასპარეზზე ერთმანეთს ეჯიბრებიან ის დანარჩენი 5%, რომელთაც "ტრადიციული ოჯახებისა" და "ქალწულობის ინსტიტუტისადმი" – თითქმის მსგავსი დამოკიდებულება გააჩნიათ: ზოგი ცრუფიცს იძლევა, რომ ამ იდეის "ფარული მხარდამჭერი იქნება, როდესაც მთავრობაში მოვა"(!), ხოლო მავანნი მოურიდებლად, ხმამაღლა აცხადებენ, რომ ეს "ძველის უარყოფითი გადმონაშთია"(!). ორივე პოზიცია ჭეშმარიტად ეროვნული ტრაგედიაა. ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ მთლიანად პიროვნებ(ა/ებ)ზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყნის ბედიღბალი, რადგან ტოტალური გლობალიზაციის ფონზე, ასეთ პატარა ქვეყანაში (საქართველოში) და ამ უზომოდ მრუშულ საუკუნეში, თვითიდენტობის გადასარჩენად მყარი კონსტიტუციური გარანტიაა საჭირო!

    - ამის ფონზე, ევროპიდან "გადმოქსეროქსებულ-გადმოკოპირებული" კონსტიტუციის აქ დანერგვა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დევიზს : "მრავალფეროვნებით გაერთიანებულნი"-"Unie dans la diversité"-"United in diversity". ხოლო თუ ეს სიტყვები მხოლოდ ფრთიანი ფრაზებია - გამოდის, რომ წმინდა წყლის კულტურულ ექსპანსიასა და სულიერი გენოციდს გვიტარებენ!!! ნამდვილი მეგობარი (ევროპა) კი ასე არ უნდა მოგვექცეს. ეკონომიკური და სამხედრო დახმარებისათვის აუცილებელი არ არის ევროკავშირში სრული ინტეგრირება ან/და ზუსტად მათი კონსტიტუციის გადმოღება. ამის ნათელი მაგალითია, ახლახანს რევოლუცია მოხდენილი "არაბული გაზაფხულის" ქვეყნები. ისინი მალე ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ტრადიციულ კონსტიტუციებზე გადავლენ. ამ საქმეში მათ ევროპისგან და სხვა დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოებისაგან სრული სამხედრო და ეკონომიკური დახმარება-მფარველობა გააჩნიათ. ან ავიღოთ ნორვეგიის ან ისლანდიის თუნდაც შვეიცარიის მაგალითი. ისინი არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ ვინ დააბრალებს მათ მარგინალობას და არა პროდასავლურობას?! ასე რომ პრობლემა ზემოთ ხსენებული 5%-ის აზროვნების წესშია. ხოლო 95%-ს კი მოგიწოდებთ განერიდოთ მათ!


    ამონარიდი ანონიმი მეუფის 2012 წ. საშობაო ქადაგებიდან.



    იხილეთ ანონიმი მეუფის მიერ აღსრულებული სასწაულები!

    უფლის ძლიერი ხელი აიძულებს თურქეთ-რუსეთს დაგვიბრუნოს მამული

    მეუფის ნიშ-სასწაულებრივი მინიშნებანი ID ბარათებზე

    გამაფრთხილებელი მიწისძვრების სასწაულებრივი სამკუთხედები ევროკავშირში 11.11.11*20-29.05.12

    ჩვენი ლექტორი და მზეზე სასწაულებრივი პროტუბერანცული ამოფქრვევა

    თბილისი გაიზიარებს ნინევიის ან სოდომის ბედს







    არა "გადმოქსეროქსებული", საქართველოს ნამდვილი კონსტიტუციის კანონპროექტის რამოდენიმე მუხლი, რომელიც ეყრდნობა რუსულ "ცარიზმამდე" მოქმედ კანონმდებლობას და რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ნაციონალური უსაფრთხოების უცვლელ ზნეობრივ ღირებულებათა სისტემის საფუძველს წარმოადგენს!


    მუხლი 7
    საქართველოს სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რათა უკეთ აღასრულოს კავკასიური, ისტორიულ–ტრადიციული, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები. საქართველოს სახელმწიფო ცნობს და იცავს დემოკრატიას, თავისუფალ ბაზარსა და მოთმინებას რელიგიური უმცირესობებისადმი. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

    ...
    მუხლი 12
    1. სექსუალურად აღვირახსნილია პიროვნება (შემდგ. „საპ“–ი), რომლისთვისაც მისაღებია სექსუალური კავშირის დამყარება იგივე სქესის მქონე პიროვნებასთან ან პირველი და მეორე რიგის ოჯახის წევრებთან, ასევე ცხოველებთან, ფრინველებთან და სხვა ქმნილებებთან. სექსუალური აღვირახსნილობა არის მრუშობის უკიდურესი ფორმა.
    2. დაუშვებელია „საპ“–ების ცხოვრებაში ნებისმიერი უკანონო ფორმით ჩარევა: ეს იქნება სიტყვიერი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა.
    3. დაუშვებელია ბავშვის შვილად აყვანა „საპ“–ების მიერ და ასევე მათი სამოქალაქო ქორწინება .
    4. „საპ“–პროპაგანდა-რეკლამირება ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, გაზეთში, ტელევიზიაში, ინტერნეტით თუ სხვა ნებისმიერი ფორმით. შესაბამისად სიმძიმის და მიხედვით ასეთი ქმედება ისჯება პირველადი შემთხვევის დროს ფულადი ჯარიმით 5000– დან 10 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10–დან 15 წლამდე პატიმრობით.
    5. „საპ“–ებს გააჩნიათ 26.1-8 მუხლით განსაზღვრული უფლებები.
    ...

    მუხლი 14
    1. ადამიანის ჩასახვის პირველივე წამიდან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, წამლით, ქირურგიული ჩარევით, დასხივებითა თუ სხვა ხერხით, არის მკვლელობა, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც არსებობს სამედიცინო კომისიის მიერ დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ დედის ან შვილ(ებ)ის სიცოცხლე საფრთხეშია და ამის გაკეთება აუცილებელია. ეს და შემდგომი მუხლებიც შეადარეთ აქ...>>
    2. ადამიანის ხელოვნურად გამრავლება ან/და კლონირება ისჯება სამუდამო პატიმრობით.
    3. დაზარალებულის სამედიცინო დახმარებისას, მისგან განსხვავებული გენეტიკური კოდის მქონე ღეროვანი უჯრედების გამოყენება ან/და ექსპორტ-იმპორტ-ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე ისჯება სამუდამო პატიმრობით.
    4. ადამიანის გამრავლების უჯრედების დონორობა ან/და ექსპორტ-იმპორტ-ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე ისჯება სამუდამო პატიმრობით.
    5. ადამიანის გენზე ნებისმიერი მანიპულაცია ისჯება სამუდამო პატიმრობით.
    6. სიძვა-მრუშობის, ხელოვნური განაყოფიერების, კლონირების, გენური ინჟინერიის და სხვა არაქორწინებისმიერად ან უკანონო ქორწინების შედეგად გაჩენილები (შექმნილები) არიან უკანონოდ შობილი ადამიანები.
    7. უკანონოდ შობილ ადამიანებს გააჩნიათ 26.1-8 მუხლით განსაზღვრული უფლებები.



    გამოკითხვა საქართველოს სამართლებრივი სივრცისა და კონსტიტუციისათვის
    სულ პასუხი: 2257
    [ანტიქრისტე იქნება მრუში და უკანონოდ შობილი ადამიანი და სასწაულმოქმედი მამა გიორგი ბასილაძის თქმით: "საქართველოში ტახტს ვერ დაიდგავს, რადგან აქ ქრისტე დახვდება! ... ხილულად(!) ამირანსაც (იხ. ვრცლად აქ...>>) ანუ იგივე წმ. ელია თეზბიტელსაც ნახავთ საქართველოში... საქართველო ქრისტეს ქვეყანაა!" (იხ.ქვ.*ელ–წიგნი!)]


    ...
    მუხლი 22
    1. პიროვნებას აქვს კანონიერი მიზეზი მოითხოვოს თავისი მეუღლისგან განქორწინება თუ მას გააჩნია ცოლ–ქმრული ღალატის საკმარისი მტკიცებულებები.
    2. პიროვნებას აქვს განქორწინების კანონიერი მიზეზი თუ მისი მეუღლე მსჯავრდებულია ამ კონსტიტუციის 14.1-5 მუხლით.
    3. მხოლოდ ეს მიზეზები შეიძლება ჩაითვალოს განქორწინების კანონიერ საფუძვლად.

    მუხლი 23
    1. ცოლი, რომელიც უმიზეზოდ მიატოვებს ქმარს და სხვა ქმარს შეირთავს, უკანონო ქორწინებაშია და არის მრუში თვითონაც და მისი ახალი ქმარიც; და თუ პირველი ქმარს დაუბრუნდება მასაც ამრუშებს და იქნება უკანონო ქორწინებაში.
    2. ქმარი, რომელიც უმიზეზოდ გაუშვებს ცოლს და სხვას შეირთავს, უკანონო ქორწინებაშია და მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს უკანონო ქორწინებაშია და ის კაციც მრუშობს.

    მუხლი 24
    1. თუ პიროვნება უგზოუკვლოდ დაკარგულ მეუღლეს არ დაელოდება და სხვას შეირთავს, უკანონო ქორწინებაშია და არის მრუში.
    2. თუ პიროვნებას აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ მისი მეუღლე არის გარდაცვლილი, გაუნელდა მისი სიყვარული და ვეღარ ძლებს უქორწინებლად, შეუძლია კანონიერად იქორწინოს სხვაზე.

    მუხლი 25
    1. ცოლ–ქმრის დროებით ერთად არ ცხოვრების შემთხვევაში მცირეწლოვანი შვილ(ებ)ის აღზრდის უპირატესი უფლება ენიჭება მამას, როგოც ოჯახის უფროსს.
    2. დედას შეუძლია აღზარდოს, როდესაც მამა დართავს ამის ნებას.
    3. აბორტის ან სიძვა-მრუშობის ჩამდენ მხარეს, მხოლოდ მეუღლის ნებართვით ეძლევა მცირეწლოვანი შვილ(ებ)ის აღზრდის უფლება.
    4. ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია მშობლის შვილ(ებ)თან შეხვედრის აკრძალვა. დამკვირვებლისა თუ მის გარეშე, ნახვისა და/ან სახლში წაყვანის დღეები განისაზღვრება სასამართლოს წესით, ცოდვის სიმძიმის და მიხედვით.

    მუხლი 26
    1. დაუშვებელია სახელმწიფო სექტორში მრუში ან/და 14.6 მუხლით განსაზღვრული პიროვნება.
    ...
    8. კერძო სექტორში მრუშ ან/და 14.6 მუხლით განსაზღვრულ პიროვნებას გააჩნია კანონით დადგენილი ყველა სხვა მოქალაქეობრივი უფლებები, გარდა ამ კონსტიტუციით შეზღუდული უფლებებისა.


    ეს ჩვენი ტრადიციაა, რომელიც 3000 წლოვან სახელმწიფოებრიობასთან ერთად, ძალით გაგვიუქმა რუსულმა ეკლესიამ 200 წლის წინ და თავისი - მრუშობისადმი მსუბუქი დამოკიდებულება მოგვახვია თავს, რომელიც სამწუხაროდ დღესაც მოქმედებს!
    იხ. ვრცლად აქ...>>


    სექსუალური რევოლუცია მოზარდი „განმანათლებლების" ხელმძღვანელობით ანუ რას უპირებს სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს
    იხ. ვრცლად აქ...>>


    "საქართველო გლობალიზაციაში, მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული კონსტიტუციითა და ტრადიციულ–პატრიარქატული ოჯახებით!"
    იხ. ვრცლად აქ...>>





    _______________
    გადაიწერეთ *ელ-წიგნიქართველი ბერების 4000 წლოვანი საიდუმლო სწავლება! რომელიც დანარჩენი სამყაროსთვის მხოლოდ 21–ე საუკუნეში გაცხადდა! ნახავთ, თუ რა მსოფლიო მისია დააკისრა ღმერთმა საქართველოს! ამ ყველაფერს და სხვას კიდევ მრავალს მამა გიორგი ბასილაძის წიგნებიდან გაიგებთ...



    გამოკითხვა საქართველოს სამართლებრივი სივრცისა და კონსტიტუციისათვის
    სულ პასუხი: 2257
    Copyright elia.ucoz.com © 2014 | Create a website for free