ხუთშაბათი, 25.04.2024, 04:16:07თავფურცელი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

    მეუფის სასწაულები

    შესვლა

    ძებნა ჩვენს საიტზე

    ამჟამად აქ ვინაა:


    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    elia.ucoz.com
    ეს საიტი ქვეყნდება საქართველოს წმ. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს დღევანდელი სინოდის წევრის - დაფარული მეუფის ლოცვა-კურთხევით, რომელიც დროებით თავის ვინაობას არ გაამხელს ვიდრე ბოლომდე არ აღსრულდება წმ. დანიელ წინასწარმეტყველის მიერ თქმული!
    ქვემოთ კი ხსენებული მეუფის გამხმოვანებლისა და ჩვენი ლექტორის – დავით ამაშუკელის მოკლე ბიოგრაფიაა. იგი თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში გვიკითხავდა მართლმადიდებელ ღვთისმეტყველების ლექციებს



    დაიბადა 20 ივლისს 1971 წელს თბილისში, საქართველოსთვის თავდადებული ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის შვილთაშვილის, ილია ხიმშიაშვილის ასულის - დალის მიერ(დაბ. დღე 29 დეკემბერი).


    პაპამისი გარდაიცვალა 20 ივლისს 1989 წ.
    მამამისი გარდაიცვალა 20 ივლისს 2000 წ.
    საეკლესიო ძვ.სტილით 20 ივლისი წმ. ელია თეზბიტელის ხსენების დღეა





    დავითის მამა (მონადირე, მხატვარი) – ვაჟა ამაშუკელი, დაიბადა 19 სექტემბერს.

    თავად§ დავითი მოინათლა უბატონო ქიზიყში, სოფელ ანაგაში 19 სექტემბერს წმ. მთავარანგელოზ მიქაელის სალოცავში (ამჟამად მამათა მონასტერი), ნათლობის საიდუმლო აღასრულა მამა ათანასე ჩახვაშვილმა, (აწ უკვე გარდაცვლილი მიტროპოლიტი).
    ___________________
    19 სექტემბერი წმ. მთავარანგელოზი მიქაელის ხსენების დღეა

    არის თეთრი და წითელი ქამრების მფლობელი "საბრძოლო სამბოში". 2011 წ. 24 სექტემბრიდან წარდგენილია შავი (უმაღლესი) ქამრის მოსაპოვებლად.




    1977 წელს, დავითი შეიყვანეს თბილისის #139 საშ. სკოლაში

    1986 წელს მისაღებ გამოცდებს წარმატებით აბარებს და სწავლას განაგრძობს ვ.მ.კომაროვის სახელობის გაძლიერებულ ფიზიკა-მათემატიკის საშ. სკოლა-ინტერნატში

    1988-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საინჟინრო ეკონომიკის" ფაკულტეტზე.

    1994-1995 წლებში ლატვიაში, ქალაქ რიგაში ეუფლება ნანოტექნოლოგიას: ნანიტებისა და ნანომედების გამოყენება/მართვა მედიცინაში.

    1995 წელს წმ. თევდორე მღვდლისა და გიორგი სააკაძის მსგავსად, მოტყუებით შემოჰყვა, ჩანასახის მდგომარეობაში მყოფ პროტესტანტულ სექტას - „ქრისტეს მოწაფეები", მათი შემდგომში ნეიტრალიზაციისა და მოქცევის მიზნით. ერთხელ მას სექტანტების წინაშე ქურთუკის ჯიბიდან შემთხვევით გადმოუვარდა ღვთისშობლის პატარა ხატი. ამ შემთხვევამ განამტკიცა სექტანტების ეჭვი იმაზე, რომ იგი შიგნიდან ნამდვილად ეწეოდა სექტისთვის საწინააღმდეგო საქმიანობას მართლმადიდებლობის სასარგებლოდ. ამის შემდეგ იგი გარიცხეს ხსენებული სექტიდან. თუმცა ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ამ სექტის შიგნიდან დაშლის გეგემა მან მაინც, ღვთის შეწევნით, წარმატებით განახორციელა!

    1996 წელს შევარდნაძის დროინდელ ჯარში სრული განუკითხაობა იყო და ყველა არიდებდა თავს იქ მსახურებას. სწორედ, სამშობლოსათვის ამ მძიმე პერიოდში, სამხედრო კომისარიატის გაწვევის გარეშე, მხოლოდ თავისი სურვილის საფუძველზე ჩაეწერა საქართველოს სამხედრო შეიარაღებულ ძალებში "რიგითად". – მან თავი დაიმდაბლა და უნივერსიტეტში მიღებულ "საბჭოთა უფროსი ოფიცრის" სამხედრო წოდებაზეც თვითონ განაცხადა უარი. იგი მუდამ იცავდა სხვა რიგით ჯარისკაცებს იმ ზემდეგი ოფიცრებისგან, რომლებიც ჩვეულებისამებრ(!) არაადამიანურად ამცირებდნენ მათ. რიგითების ასეთი მფარველობისათვის, ოთხმა ლაჩარმა ადმინისტრაციის ზემდეგმა ოფიცერმა უთანასწორო ჩხუბში დაჯაბნეს დავითი. იგი იწვა ახალციხის გოსპიტალ–"რაბათის ციხეში", რის შემდეგაც მოხდა მისი ვადამდელი დემობილიზაცია. ამ შემთხვევამ ბატალიონის ადმინისტრაცია სერიოზულად დააფიქრა და პრაქტიკულად შეწყდა, მათი მხრიდან, რიგითი ჯარისკაცების დამცირება–შეურაწყოფა. დიდება უფალს, რომ ჩვენი ლექტორის მიერ გაღებული საკუთარი ჯანმრთელობა კეთილ საქმეს შეეწირა!

    1997 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

    1999 წლის 24 აპრილიდან, ჩვენი ლექტორი, დავით ამაშუკელი, მიუხედავად, შევარდნაძის პირსისხლიანი ჯალათების მრავალჯერადი მუქარისა, მაინც ჩაუდგა სათავეში „დედა ენის" ძეგლთან „ამერიკაში ხატების გატანისა და დალომბარდების(!)" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო ჯგუფს. ღვთის წყალობით მაშინ არ განიძარცვა ჩვენი სამშობლო ხატებისაგან! მაშინდელი პრესის არაერთი გაზეთი იუწყებოდა ამის შესახებ, მათ შორის გაზეთები: "ახალი თაობა" (1-24 ივნისი, 1999 წ. სტატია: "პატრიარქის საკითხი ჩვენი განსასჯელი არ არის") და გაზეთი "საქართველო" (13-19 ივლისი, 1999 წ. სტატია: "საქართველოს ერთიანობის საიდუმლო ეკლესიისადმი მორჩილებაში ძევს") აქ ეს სტატიაა.

    2000 წელს ხელმძღვანელობდა, მეტროსადგურ „თავისუფლებასთან" ჯგუფს, რომელიც აგროვებდა ხელმოწერებს რელიგიის შესახებ კანონის მიღებისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული პრივილეგირებული სტატუსის გამოცხადებისათვის. ამ ფაქტს გამოეხმაურა გაზეთი "თბილისი"-ც (11 ივლისი, 2000 წ. სტატია: "კანონპროექტი "ისვენებს", მორწმუნენი ხელმოწერებს აგროვებენ") აქ ეს სტატიაა. ამ სტატიის გამოსვლიდან სულ რამოდენიმე დღეში სექტანტების ყველაზე დიდმა ქომაგებმა, ე.წ. "თავისუფლების ინსტიტუტის" მესვეურებმა - სააკაშვილ-ბოკერიას ჯალათებმა წინასწარი მუქარისამებრ, მოწამვლით მოკლეს დავითის მამა! მაშინ ბევრი ვერც კი ათვითცნობიერებდა, თუ რამხელა საშიშროებისგან იცავდა სამშობლოს იგი. შევარდნაძის ეს ვერაგული გეგმა, მხოლოდ ჩვენი ლექტორის ციხეში ყოფნის დროს, 2011 წლის 5 ივლისს, გაცხადდა ყველასთვის: კერძოდ, ვიდრე იუსტიციის მინისტრი გახდებოდა სააკაშვილი, მისი გუნდი უკვე მუშაობდა "რელიგიის კანონზე" (თუმცა ზ.ხ. ხელმომწერთა საწინააღმდეგოდ), რომლის თანახმადაც ნებისმიერ თვითაღიარებულ და ხშირ შემთხვევაში საეჭვო წარმომავლობისა და რეპუტაციის (თუნდაც 20 კაციან!) სექტას ანიჭებდა იურიდიულ სტატუსს. გარდა ამისა სააკაშვილისეული კანონპროექტი ერთი შეხედვით თითქოსდა თანაბარ პირობებში აყენებდა სექტებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სექტებს რა ფინანსური ზურგიც გააჩნიათ, მაშინ ნათელი ხდება თუ რა "თანაბრობაზეა" ლაპარაკი! აღარ ვამბობთ იმას თუ რა გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური ტრამვა შეიძლება მიაყენოს ადამიანებს ასეთი მრუდე კანონით "ფრთაშესხმულმა" სექტებმა! ამ სტატიიდან მხოლოდ 11 წლის შემდეგ, შევარდნაძის კანონმემკვიდრემ-სააკაშვილმა, სინოდზე ძალადობითა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის იგნორირებით, მაინც ჩააბარა "ნეობოლშევიკური" პატაკი "ახალ კრემლს"-ბრიუსელსა და ვაშინგტონს!

    2002 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია და დაიცვა სადიპლომო თემა აპოლოგეტიკაში, კერძოდ „პროტესტანტიზმის" მხილებაში. ძვ. აღთქმის სახელმწიფო გამოცდაზე შეხვდა ბილეთი წმ. ელია თეზბიტელის შესახებ.

    2002 წელს უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრებიდან 25 წლისთავს, მიუძღვნა ანტისექტანტური რიგით მეორე კრებული:
    "სულის უკვდავება" / შემდგ. დავით ამაშუკელი ; [იბეჭდება მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას ლოცვა-კურთხევით] - I-ლი გამოც. - თბ., 2002 - 32გვ. ; 20სმ. - (სერიალი ფარი და მახვილი სარწმუნოებისა ; 2) - გარეკანზე: "იეჰოვას მოწმეებისა" და სხვა სექტების მამხილებელი ტექსტები ბიბლიიდან - ეძღვნება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების 25 წლისთავს - ბიბლიოგრ.: გვ. 32[MFN: 136974]
    UDC: 27-187.3
    K 268.243/3 - საერთო ფონდი
    F 92.607/3 - ხელუხლებელი ფონდი


    2002-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში გვიკითხავდა ლექციებს – მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში და ამავდროულად იყო ღვთისმეტყველების კათედრის გამგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, მეუფე ანანია ჯაფარიძის თანაშემწე.

    2003 წელს ხელმძღვანელობდა ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფრთას, რომელმაც თბილისში პაპის ვიზიტთან დაკავშირებული უკმაყოფილება, ქუჩაში საპროტესტო მანიფესტაციით გამოხატა.

    მას 2003 წელს , საპატრიარქოს რადიო „ივერია" FM 105.4-ზე, ჰქონდა საავტორო გადაცემა - „ფარი და მახვილი სარწმუნოებისა". აქ ამ გადაცემათა აუდიო არქივია.

    2004 წლის 8 თებერვალს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, მის საფლავზე დადო ფიცი, რომ ბოლომდე იბრძოლებდა ყვლა კანონიერი გზით, ქვეყანაში ტრადიციული სამართლებრივი სივრცის აღსადგენად.

    2004 წლის 10 ნოემბერს ჩვენი ლექტორის ხელმძღვანელობით, მოვაწყვეთ განათლების სამინისტროს პიკეტირება, ჩვენ ვითხოვდით საჯარო სკოლებში ახალი, საგნის: "საქართველოს ეკლესიის ისტორიის" შემოღებას, როგორც ყველასათვის სავალდებულოს. ამის მოთხოვნას ვამყარებდით იმ არგუმენტით, რომ ამ საგანის შემსწავლელი შესაძლოა მართლმადიდებელი არც კი ყოფილიყო - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია ხომ იგივე ჩვენი სამშობლოს - საქართველოს ისტორიაა! რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად "კათოლიციზმის", "იეღოველობისა" თუ "მუსულმანობის" ისტორიის შესწავლისას. ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში პატრიოტი კაცი თავს ვალდებულად თვლის შეისწავლოს სამშობლოს ისტორია, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ასე, რომ ამ საგნის შემსწავლელი სულაც არაა ვალდებული გაქრისტიანდეს! დედა ეკლესიას, მისი ისტორიის მანძილზე, ძალით არასდროს არავისთვის თავს არაფერი მოუხვევია, მაგრამ თავისუფალ(?) ქვეყანაში მას ქადაგება მხოლოდ ტაძრის შიგნით, რომ დავუწესოთ რითიღა მივიღებთ "საბჭოთა საქართველოზე" უკეთესი წყობის ქვეყანას? ზოგისთვის "9 აპრილი" საბჭოთა პერიოდში ხალხისაგან უკანონოდ მითვისებული და ნაძარცვი "წითელი" სიმდიდრის "გათეთრების" დღეა, ზოგისათვის კი შევარდნაძე-სააკაშვილის "ნეობოლშევიკური" წყობის დროს ხალხის ახლებურად ძარცვისა და მართლმადიდებლობის ახლებურად დევნის კიდევ ერთი შანსია, ხოლო ყოველი მამულიშვილისთვის კი ეს დღე "საქართველოს სულიერი გაბრწყინების" დასაწყისის დღეა! ჩვენი ასეთი პოზიცია კი პრეზიდენტი მ.სააკაშვილისათვის, განათლების მინისტრ კ.ლომაიასათვის, მისი მოადგილის გ.თევზაძისა და თავისუფლების ინსტიტუტის მესვეურთათვის აბსოლიტურად მიუღებელი და საპირისპირო იყო. ამიტომ ამ აქციის შემდეგ ფსევდო–მართლმადიდებელმა, ანტიქრისტე ხელისუფლებამ ჩვენს ლექტორს იძულებით დაატოვებინა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების კათედრა. მაშინდელი განათლების მინისტრის - კ. ლომაიას ზონდერებმა არად ჩააგდეს თვით კათედრის გამგის - მეუფე ანანიას თხოვნაც კი, ბატონი დავითის კათედრაზე დატოვების შესახებ!

    2009 წლის ივნისში ჩვენს ლექტორს - დავით ამაშუკელს უარი არ უთქვავს ჩვენთვის, რათა სააკაშვილის რეჟიმის საწინააღმდეგო და ეროვნულად დამუხტული მისი ლექციები აგვეტვირთა ინტერნეტ-ვიდეოპორტალ youtube.com -ზე. ეს მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2005 წელს ზეწოლით დაატოვებინა კათედრა და მიუხედავად ამისა კვლავაც იდევნებოდა. აქ ერთ-ერთი ვიდეოლექციაა: http://www.youtube.com/watch?v=Xat6E6VNHus ვიდეოპორტალ youtube.com -ის ვებ-გვერდზე ამ ვიდეოჩარჩოს ქვედა მარცხენა კუთხეში ვხედავთ, რომ ეს ვიდეო ატვირთულია 2009 წლის 24 ივნისს, იმ დროს როდესაც ყოველი სიტყვა ღიად ნათქვამი უმკაცრესად იდევნებოდა ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდეგ დევნა გაათმაგდა და ამ ლექციების ვიდეოკურსის წაშლას მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ლექტორს "ციხეში ამოლპობით" ემუქრებოდნენ. მან კი მისი ღირსებისათვის შესაფერისი სიტყვებით მიუგო: "ტრადიციული სამართლისათვის ბრძოლის გზაზე მზად ვარ მოვითმინო თქვენს მიერ მამაჩემის მოწამვლით მკვლელობა, უდანაშაულოდ ჩემი ციხეში გაშვება, მაგრამ გახსოვდეთ ჯალათებო, რომ საქართველოში მალე მოვა ხელისუფლება რომელიც დაეხმარება ჩემნაირებს!". ამ სიტყვებმა არ დააყოვნეს და რამოდენიმე თვის შემდეგ იგი მათ მიერ დაპირებული მუქარისამებრ დააპატიმრეს...


    2010-2011 წლებში იყო უკანონო პატიმარი გლდანის მე–8–ე და ორთაჭალის მე–12–ე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მართლმადიდებლობის აღმსარებლობისა და ზემოთ ჩამოთვლილი "დანაშაულებებისათვის". დავით ამაშუკელის შესახებ იხილეთ ასევე: http://ukanonopatimari.ucoz.com

    2012 წლის 21 დეკემბრის საპარლამენტო დადგენილების შესაბამისად დავით ამაშუკელს, 2013 წ. 22 თებერვალს, მოეხსნა ყველა ის "ბრალდება", რაც "ნაცმოძრაობას" ჰქონდა მისთვის უკანონოდ შეკერილი.

    2013 წლის 24 მაისის ინტერვიუ დავით ამაშუკელთან, GHN - მა ასე დაასათაურა : „წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი პარტიას ქმნის. კონკრეტულად ვინ ქმნის პარტიას და როდის "ჯი-ეიჩ-ენს" "მეუფის პარტიის" (იგივე „ძლევაი საკვირველი") აღმასრულებელი დირექტორი დავით ამაშუკელი ესაუბრა:" http://www.ghn.ge/com/news/view/89451
    ასე ისახებოდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის - დაფარული მეუფის პარტია „ძლევაი საკვირველი". ამ, პირველი საჯარო განცხადებით, მეუფე არ აპირებდა ამ ნაბიჯის გადადგმას თუ ხელისუფლება გაითვალისწინებდა GHN -ის სტატიაში გამოთქმულ მის თხოვნას. სამწუხაროდ, საპირისპიროდ ამისა, კოჰაბიტაციურმა მთავრობამ მამათმავლობა დააკანონეს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში!!! ამიტომ დააარსა მეუფემ „ძლევაი საკვირველი", მისი სულიერი შვილის დავით ამაშუკელის ხელით და ასე აღსრულდა ღირსი მამა გიორგი მოწამეთელის #2 წინასწარმეტყველებაც!


    2013 წლის 19 სექტემბერს, მთავარანგელოზი მიქაელის ხს. დღეს, დაფარული მეუფის კურთხევით, დააფუძნა სარწმუნოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ძლევაი საკვირველი"

    2014 წლის 20 თებერვალს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, "ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის" სხდომაზე ID ბარათების საკითხზე მოეწყო დებატები. "ძლევაი საკვირველის" მეთაური დავით ამაშუკელი სიტყვით გამოვიდა: „ტოტალური კონტროლის გარდა ID ბარათების კიდევ სხვა მიზანია, მიმოქცევიდან ამოღებულ იქნას ფულადი ნიშნები და გადასვლა მხოლოდ ელექტრონულ ფულზე. ასეთი ვითარების დროს არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ "კერინგტონის მოვლენის" შემთხვევაში ( მზის გიგანტური პროტუბერანცული ამოფრქვევა https://en.wikipedia.org/wiki/Solar_storm_of_1859) სამუდამოდ წაიშალოს მთელი ინფორმაცია რაც კი ამ ბარათზეა დატანილი - მათ შორის პიროვნების საკუთარი ელექტრონული ფულადი დანაზოგი! დაფარული მეუფის კურთხევით გაკეთებული, ამ განცხადებიდან 3--4 საათის შემდეგ ყველასდა საკვირველად მზეზე დაფიქსირდა ბოლო 25 წლის განმავლობაში უძლიერესი პროტუბერანცული კორონალური მასის ამოფრქვევა! ხალხო დაფიქრდით, ეს ღვთის ნიშანია! რელიგიის გარდა, ID ბარათები პრაქტიკულადაც არასაიმედოა!"


    2014 წლის აპრილ-მაისში ქ. ქუთაისში, პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ჩვენი პარტიის „ძლევაი საკვირველი"-ს facebook.com/dzlevai.sakvirveli მეთაური დავით ამაშუკელი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა პროსოდომისტურ ძალებს, რათა არ შეეტანათ ე.წ. „ანტიდისკრიმინაციულ" კანონში, სიტყვები: „სექსუალური უმცირესობა" და „გენდერული იდენტობა". სამწუხაროდ ამ სხდომაზე ხმათა უმრავლესობა პრომამათმავლური და პროლესბოსური ეშმაკისეულების მხარეზე იყო. ამის საპროტესტოდ სხდომის შემდგომ ჩვენ გავმართეთ მიტინგი პარლამენტის შენობის შესასვლელთან და მეორე დღესვე საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმის" მეშვეობით დავგმეთ პარლამენტის უგნური გადაწყვეტილება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ერი და ბერი „ძლევაი საკვირველის" წლების წინ წამოყენებული კონცეფციის ჭეშმარიტებაში, რომელიც ამ პარტიის უცვლელი სულიერი ხელმძღვანელის - სინოდის წევრი დაფარული მეუფის მიერ იყო წამოყენებული: „საკუთარ ტრადუციულ სამართალზე დაფუძნებული სამართლებრივი სისტემა უნდა გვქონდეს და არა დასავლური თუ ჩრდილოეთური!"

    2016 წლის იანვრიდან, ჩვენმა მოძრაობამ „ძლევაი საკვირველმა" დავიწყეთ თანამოაზრეთა შემოკრება ამ გარყვნილების - სკოლის მასწავლებელთა მამათმავლური შინაარსის „თრენინგების" წინააღმდეგ, შემდეგი პოსტის გავრცელებით: https://www.facebook.com/photo.php?fbid=784469268346900 იმის მაგივრად, რომ შეეწყვიტათ გარყვნილი დემარში საქართველოზე, განათლების მინისტრმა თავის მართლება ამჯობინა, ის ცრუობს ინტერვიუში - სინამდვილეში სკოლის მასწავლებლებს „თრენინგებზე" მამათმავლურ ინსტრუქციებს აწვდიან, გაკვეთილზე ბავშვების „აღსაზრდელად"! უყურეთ ამ ფაქტის მამტკიცებელ ვიდეოს:
    „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!“

    ჩვენმა მოძრაობამ „ძლევაი საკვირველმა“ დავიწყეთ თანამოაზრეთა შემოკრება ამ გარყვნილების - სკოლის მასწავლებელთა მამათმავლური შინაარსის „თრენინგების“ წინააღმდეგ, შემდეგი პოსტის გავრცელებით: https://www.facebook.com/photo.php?fbid=784469268346900 . იმის მაგივრად, რომ შეეწყვიტათ გარყვნილი დემარში საქართველოზე, განათლების მინისტრმა თავის მართლება ამჯობინა, ის ცრუობს ინტერვიუში - სინამდვილეში სკოლის მასწავლებლებს „თრენინგებზე“ მამათმავლურ ინსტრუქციებს აწვდიან, გაკვეთილზე ბავშვების „აღსაზრდელად“! უყურეთ ამ ფაქტის მამტკიცებელ ვიდეოს:ეს კი ევროკავშირის საიტია https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=1606669 , სადაც გამოქვეყნებულია სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის მიხედვით კი, ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია აბსოლიტურად ყველა სფეროში დანერგოს მამათმავლობა - მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელოებშიც !საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს ევროსაბჭოდან სახელმძღვანელოდ და დასანერგად მიიღო აღნიშნული დოკუმენტი «იმპლემენტაციის მონიტორინგი. საქართველო, 2012 წელი. ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისთვის. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი». დოკუმენტის ავტორია «ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი». აღნიშნული დადგენილების მე-9 მუხლში წერია, რომ «განათლების სამინისტრომ სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად უნდა შეიმუშავოს პროგრამები, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას. მაგალითად, შესაძლებელია სასკოლო პროგრამებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების ჩართვა». 32-ე მუხლში კი მითითებულია, რომ, «ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული, სკოლებში ურთიერთშემწყნარებლობისა და პატივისცემის მხარდასაჭერად, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. აღნიშნული უნდა მოიცავდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, გეგმებსა და საგანმანათლებლო მასალებს; აუცილებელი ინფორმაციით, დაცვითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფას, რათა მათ შეძლონ მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესაბამისად ცხოვრება».პ.ს. განათლების მინისტრი, რომელიც ასე უმალავს თავისი ქვეყნის მოსახლეობას, ევროკავშირის მიერ საქართველოს სკოლებში მამათმავლობის დანერგვის გეგმებს, მინისტრობის ღირსია თუ ...?

    Опубликовано Giorgi Lazi 11 февраля 2016 г.



    ჩვენი მეთაურის პასუხმაც არ დააყოვნა:




    2016 წლის 5 მაისს, საქართველოში იუვენალური ფაშიზმის დანერგვის საწინააღმდეგოდ, პირველად სწორედ დავით ამაშუკელმა აღიმაღლა ხმა! გადადით ამ ბმულზე: https://www.facebook.com/dzlevai.sakvirveli/videos/869194313208491


    საქართველო გლობალიზაციაში, მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული კონსტიტუციითა და
    ტრადიციულ–პატრიარქატული ოჯახებით!
    აიტაცეთ სლოგანი და გააზიარეთ თქვენ და თქვენმა facebook-მეგობრებმა - დააწექით ამ ღილაკს :
    , გაზიარების დასასრულებლად ბოლოს გამოდის ფეისბუქის დამცავი კოდი სურათებით.. თქვენ უნდა მონიშნოთ მხოლოდ ისენი რასაც ფეისბუქი გეკითხებათ.
    ამ ვებგვერდს რაც უფრო მეტად გაავრცელებთ – მით უფრო მეტ მადლს მიიღებთ! ამას მეყსეულად დაინახავთ პირად ცხოვრებაში!
    –მარადის დალოცვილი იქნებით სასწაულთმოქმედი მეუფისგან!
    გააგრძელე საქართველოს ნამდვილი ისტორია! ამინ!


    Copyright elia.ucoz.com © 2024 |