ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:09:39თავფურცელი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

    მეუფის სასწაულები

    შესვლა

    ძებნა ჩვენს საიტზე

    ამჟამად აქ ვინაა:


    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    ამირანის შესახებ
    ამირანის შესახებ

    "ჰერაკლეს მიერ მიჯაჭვული პრომეთეს განთავისუფლება და ზევსის არწივის მოკვლა მისტერიათა ენაზე ნიშნავს შემდეგს: იაფეტურ-პრომეთესეული, ანუ პროტო-ქართული, პროტოევროპული მოდგმა, რომელიც დათრგუნა და შეავიწროვა ინდოევროპულმა მოდგმამ (ზევსმა), ამჟამად მიჯაჭვულია კავკასიაზე, დამდაბლებული და დაწუნებული, მტრული მოდგმით გარშემორტყმული. მას გულ-ღვიძლს უღადრავს არწივი (ინდოევროპელთა იმპერიული ძლიერების სიმბოლო). მაგრამ მომავალში პრომეთე განთავისუფლდება, აღორძინდება და დაიბრუნებს თავის თავდაპირველ ძალასა და პოზიციას მსოფლიოში, როლს ცივილიზაციისა და კულტურის შემქმნელისას, მისტერიათა კულტურ-ტრეგერის და კაცობრიობის მსაჯულისას. მას გაათავისუფლებს ჰერაკლეს, ანუ ინიციაციის, ახალი კულტურა რომელსაც პრომეთემ თავადვე მისცა დასაბამი, რომელიც მომავალში მიაღწევს სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურს, სულიერ ყოვლისმძლეობას (ჰერაკლეს ყოვლისმძლეობა) და იქცევა უზენაეს თეურგიად. ეს უზენაესი თეურგია არის ქრისტიანული თეურგია, ქრისტესეული ინიციაცია, რომლითაც მან აღადგინა ლაზარე, რომელიც გაგრძელებაა ანტიური მისტერიებისა, ახალი და უმაღლესი ეტაპია თეურგიისა და ინიციაციისა. აი, რა იხსნის დამდაბლებულ და დაწუნებულ, მიჯაჭვულ პრომეთე-ამირანს, აი, რა გაანადგურებს იმ იმპერიულ ძლიერებას (ზევსის არწივს), რომელიც მას აწამებს."

    ზვიად გამსახურდია
    "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"






    XI საუკუნემდე, ვიდრე პაპი განუდგებოდა მართლმადიდებლობას – დედა ეკლესიას, დიდი ბრიტანელების აბსოლიტური უმრავლესობა ჩვენსავით მართლმადიდებელი იყო. მათ დღესაც აქვთ შემონახული საიდუმლო ცოდნა, ბრიტანეთისა და ციხე–ქალაქ "კამელოტის", კეთილშობილ რაინდ – ისტორიულ მეფე არტურზე და მის ღვთაებრივი ძალის მქონე "ესხალიბურის" ხმალზე. ლეგენდის თანახმად, ბოლო ჟამს, არტური აღმოსავლეთის ქვეყნიდან დაბრუნდება და კლდეში ჩასობილ "ესხალიბურის" ხმალს იშიშვლებს ანტიქრისტეს დასამარცხებლად!

    თბილისი მართლმადიდებელ–ქრისტიანულ ქვეყნების დედაქალაქებს შორის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. ძვ. ბერძენი ისტორიკოსები კი ქართველების წინაპრებად მოიხსენიებენ, ფოლადის დამუშავების ფუძემდებლებს, ძლევამოსილ ხალიბების ტომებს.

    ბრიტანულ ლეგენდაში, არტურის სულიერი მოძღვარი–მერლინი ქართველი მჭედელისაგან მიიღებს მეფისათვის ღირსეულ და ღვთაებრივი სასწაულებით შემკობილ ხმალს შემდეგი საწინასწარმეტყველო სიტყვით:
    "ეს ხალიბური ხრმალია, რომელსა შინა... ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან, ოდეს ბრიტანიამ დაუტეოს წვალებანი თვისნი და პოოს საუკუნო ნავთსაყუდელი წმ. მართლმადიდებელ ეკლესიასა შინა!"

    4000 წლის განმავლობაში, იმპერია–არწივებისგან ღვიძლ–დაკორტნილი და კლდეზე მიჯაჭვულობისგან აწ უკვე განთავისუფლებული, ამირანარტური სწორედ ამ ხმლით დაამარცხებს ანტიქრისტეს!

    ქართველი ბერების საიდუმლო სწავლებით (იხ. ელ–წიგნი!) ამირანი ანუ პრომეთე, იგივე წმ. ელია თეზბიტელია, რომელიც ბოლო ჟამს წმ. ენუქთან ერთად, საქართველოდან და ქართულ ენაზე ამხილებს ანტიქრისტეს. ამისთვის ანტიქრისტე მოკლავს წმ. ელია თეზბიტელსა და წმ. ენუქს "შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ." იხ. იოანეს გამოცხადება (11.1-11.11)





    საქართველო გლობალიზაციაში, მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული კონსტიტუციითა და
    ტრადიციულ–პატრიარქატული ოჯახებით!
    აიტაცეთ სლოგანი და გააზიარეთ თქვენ და თქვენმა facebook-მეგობრებმა - დააწექით ამ ღილაკს :
    , შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ღილაკზე „ბმულის გაზიარება", მერე კიდევ გამოვა ერთი ფანჯარა, მითითებული უსაფრთხოების კოდი შეიყვანეთ და დააწექით ღილაკს „დასტური“, შედეგად თქვენს facebook-გვერდზე დაანონსდება ეს საიტი.
    ამ ვებგვერდს რაც უფრო მეტად გაავრცელებთ – მით უფრო მეტ მადლს მიიღებთ! ამას მეყსეულად დაინახავთ პირად ცხოვრებაში!
    –მარადის დალოცვილი იქნებით სასწაულთმოქმედი მეუფისგან!
    გააგრძელე საქართველოს ნამდვილი ისტორია! ამინ!

    Copyright elia.ucoz.com © 2024 |