ოთხშაბათი, 20.09.2017, 21:04:34თავფურცელი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

    მეუფის სასწაულები

    შესვლა

    ძებნა ჩვენს საიტზე

    ამჟამად აქ ვინაა:


    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    წმ. ბერი პაისი ანტიქრისტეს ბეჭედზე



    2012 წლის 5 ივლისის სინოდის დადგენილება სააკაშვილის ხელისუფლებამ შარშანდელივით, ანტიქრისტიანული მიზნებისათვის, სათავისოდ გადააკეთა!



    საპატრიარქო ტოტალურ ზეწოლას განიცდიდა სააკაშვილის სახელისუფლებო ანტიქრისტიანული ელიტის მხრიდან!




    საბერძნეთის თავისუფალი სინოდი კი ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას ღებულობს ID ბარათებთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა მრავალათასიანი არაპოლიტიკური მხარდამჭერი მიტინგი მოსახლეობის მხრიდან, სასულიერო პირების წინამძღოლობით... საბედნიეროდ ხელისუფლებამ დათმო თავისი პოზიციები


    მეუფის ლოცვა-კურთხევაზე და ზემოთ მოყვანილ დოკუმენტალურ ვიდეომასალაზე დაყრდნობით, პატრიარქს უმორჩილესად ვთხოვთ, საბერძნეთის დარად (იხ. ზ. ვიდეო), მოუწოდოს ქართველ ერს საყოველთაო სანქცირებული "მიტინგისაკენ", სადაც ხელისუფლების წინაშე დაყენებული იქნება შემდეგი მოთხოვნა:

    "შეწყდეს ზეწოლა სინოდზე, რათა თავისუფალ გარემოში ჩატარდეს სინოდის განმეორებითი სხდომები, სადაც განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:"

    1. სინოდმა მამათმავლობის დამკანონებელ ხელისფლებას გამოუტანოს შესაბამისი საეკლესიო განაჩენი!
    2.ელექტრონული მმართველობა და ID ბარათების საკითხი
    3. კონსტიტუციაში სექტებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი
    4. პატრიარქის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეების პირვანდელი, ხელისუფლების მიერ არაგადაკეთებული ტექსტების გამოქვეყნების საკითხი
    5. ხატებისა და სხვა საეკლესიო სიწმინდეების მუზეუმებიდან ეკლესიისათვის დაუყოვნებელი გადაცემის საკითხი

    2011 წლის 5 ივლისის წმ. სინოდის სხდომაც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლითა და ანტიქრისტიანული გადაწყვეტილებით დამთავრდა. მაშინ სინოდი ეკლესიის დანარჩენ წევრებს გვარწმუნებდა, რომ შეიქმნებოდა ორმხრივი - საეკლესიო-სახელისუფლებო კომისია, რომელიც თურქეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მთავრობებს, პარიტეტულ საწყისებზე, მოსთხოვდა წირვა-ლოცვის ჩატარების ნებართვას იმ ჩვენს სალოცავებში, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან. ეს დაპირება დაპირებად დარჩა... სამაგიეროდ, სინოდის ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, ასობით ფინანსურად კარგად უზრუნველყოფილი, საზღვარგარეთული სექტა თუ რელიგიური დაჯგუფება გაათკეცებული ძალით იდგავს ფესვებს საქართველოში.

    2012 წლის 5 ივლისსაც ჩატარებული სინოდის სხდომა, ანტიქრისტიანული სულისკვეთებით არ ჩამოუვარდება ერთი წლის წინანდელს... ვიდრე სინოდში პატრიარქის წინააღმდეგ გადაცმულ მეუფეებს არ ვამხელთ, იქამდე ყოველდღიურად ანტიქრისტიანული ძალები, იურიდიულ სტატუს მინიჭებული სექტებითა და ID ბარათებით, სტუდენტ ახალგაზრდობას ისე აცდუნებენ და ისეთ ფესვებს იდგავენ საქართველოში, რომ ხალხი აღმოჩნდება მდგომარეობაში, საიდანაც გამოსავალი აღარ იქნება (იხ. ქვ. პაისი ათონელის ქადაგება)!

    იმ შემთხვევაში თუ პატრიარქი არ აიმაღლებს ხმას ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას დამორჩილებული ჰყავს(რაღაც მანქანებით!) იგი ანტიეკლესიური და ანტიქრისტიანული მიზნებისათვის. ასეთ კატასტროფულ ვითარებაში კი ჩვენს პატრიარქს იმით უნდა დავეხმაროთ, რომ მრევლს გვაქვს საეკლესიო კანონიკური უფლება - მოვითხოვოთ წმ. სინოდის სხდომის ოქმების გამოქვეყნება, სადაც გამოჩნდება თუ რომელმა იერარქმა მოაწერა ხელი ოქმს, ID ბარათების აღებაზე და მის მოხმარებაზე. ამით ისიც გაირკვევა მეუფე იობი იგონებს თუ არა, რომ ასეთ ტექსტზე არც ერთ მეუფეს არ მოუწერია ხელი და რომ ოფიციალურად გამოქვეყნდა სინოდის სხდომის დამთავრების შემდეგ ხელისუფლების დაკვეთით შედგენილი ტექსტი.



    უფრო მეტი პატრიარქის ტყვეობის შესახებ იხილეთ აქ:



    წმ. ათონელი ბერი პაისი ელექტრონული მოწმობების შესახებ


    ათონელი ბერი – წმ. მამა პაისი გვამცნობს შემდეგს: ”ეს არის ანტიქრისტეს რიცხვი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავიღოთ ეს ელექტრონული პირადობის მოწმობები ..., რადგან პასპორტში ჩამონტაჟებულია შავი მაგნიტური ლენტა, რომელზეც აღბეჭდილია კოდი და შტრიხის სისტემა 666. ეს ცხადია, არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. მხოლოდ კომპიუტერს შეუძლია მისი წაკითხვა. შენ იყავი ყურადღებით და არ გაგიტაცოს იმან, რასაც იტყვის ან ერთი ან მეორე, რადგან ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც მას სურს, მაგრამ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მხოლოდ ღმერთის ნებას და იმას, რაც მან გადმოგვცა წმინდა წერილში”. “ასე რომ ამ სრულყოფილი კომპიუტერული გარანტიის სისტემაში იმალება მსოფლიო დიქტატურა, ანტიქრისტეს მონობა”.

    “დიდი ცბიერებით შემოიღეს ეს ეკონომიკური სისტემა ქრისტიანების მახეში გაბმის მიზნით. ჩვენთან, ჯერჯერობით არ არის ეს პროცესი დანერგილი, მაგრამ ამერიკაში ლაზერის საშუალებით ხელზე და შუბლზე ადამიანებს ადებენ ნიშანს. ამერიკაში, 1982 წელს ეს ბეჭედი მიიღო 3 ათასმა ადამიანმა და მას იღებენ, როგორც განსაკუთრებული პატივს, უწინარეს ყოვლისა განსაკუთრებული პირები. მიუთითა რა ამერიკელი ქალის მერი სტიუარტ რელფეს -ის წიგნზე ახალი ფულადი სისტემა 666 (Mary Stewart Relfe - The New Money System 666", 1982): დამწუხრებულმა ხუცემსმა განაგრძო: აქ ისე მკაფიოდ იხსნება ეს საიდუმლო, რომლის შესახებ აპოკალიფსში ჩვენ გვამცნობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მე შეშფოთებული ვარ ამის გამო, რომ ძალიან ბევრი, მათ შორის სასულიერო პირები, მღვდლები, ეპისკოპოსები არავითარ წინააღმდეგობას არ უწევენ ამ პროცესს და არ აღიქვამენ როგორც სულიერ პრობლემას, არამედ აღიქვამენ, როგორც საერო ცხოვრების წესს.

    ისინი არწმუნებენ ხალხს, რომ მათ არ მიაქციონ ყურადღება მითქმა-მოთქმებს პირადობის მოწმობების შესახებ და არ ითაკილონ მისი აღება. მოკლედ, ამართლებენ ყველაფერ გაუმართლებელს. ეს არ არის მართალი. ისინი ამშვიდებენ ხალხს, მაგრამ დასაფიქრებელია ერთი რამ, რა საჭიროა ასეთი ფუჭი დამშვიდება, როცა შეიძლება ხალხი აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც გამოსავალი აღარ იქნება, მაგრამ მოვა დრო და მათ ყველაფერი მოეკითხებათ. ბევრმა, რომელთაც იცის ჩემი პოზიცია, რომ მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები პირადობის მოწმობების შემოღებას, ბრძანეს: “მერე რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობს პაისი, ეს ხომ ერთი ბერის აზრია და არა მთლიანი ეკლესიისა”. ეს არ არის მართალი.

    ამ შემთხვევაში მე ჩემს აზრს კი არ გამოვთქვამ, არამედ მორჩილად მივუთითებ მათ, ვინც მე ამას მთხოვს და ვეყრდნობი ეკლესიას, რომელიც არის ევანგელია და ქრისტეს სიტყვა. მე ვეთანხმები იმას, რომ არავის, არც პაისის, არც მოძღვარს, არც ეპისკოპოსს, არც პატრიარქს _ არ უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი აზრი და არა აქვს უფლება ღვთისნიერ ხალხს მოახვიონ თავისი აზრი. ყველა უნდა მიენდოს მხოლოდ ღმერთის აზრს და ნებას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ბიბლიის მეშვეობით. ჩვენ უნდა გავანათლოთ ქრისტიანები და უნდა შევიტანოთ მათ სულებში სასოება მათივე საკეთილდღეოდ, რომ ისინი მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ. ამავე დროს ჩვენ არ უნდა შევქმნათ პანიკა, იმიტომ რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მორწმუნე ქრისტიანები კი არა, არამედ ისინი, ვინც ეშმაკის გავლენის ქვეშ მოექცევიან. იმიტომაც აპოკალიფსში წერია, რომ სიძნელეები იქნება ჩვენთვის, მაგრამ ყველა ჭრილობას მიიღებენ სხვები და მათთვის ეს იქნება უფრო ძნელი, რადგანაც ისინი შეეწინააღმდეგებიან უფალს.

    ანტიქრისტეს დროს, როცა ის მიმართავს სამყაროს და ამავე დროს ქრისტიანები აღავლენენ ჭეშმარიტ ლოცვებს, ანტიქრისტე შეიგრძნობს რა ლოცვებს, შეძრწუნდება იმიტომ, რომ ქრისტიანის ლოცვებს უდიდესი ძალა აქვს... იმის თაობაზე, რომ ანტიქრისტეს დროს ქრისტიანებს ძალიან გაუჭირდებათ ცხოვრება; ისინი ვერაფერს ვერ იყიდიან, მათ მოუწევთ შიმშილობა, ხუცესმა უპასხა: ქრისტიანი მაინც გაიტანს თავის თავს, თუნდაც იკვებოს ორცხობილით და ზეთის ხილით. დაიტანჯებიან ისინი, ვინც მიეჩვია ნაირ-ნაირების მირთმევას, ვისაც მაგიდაზე 10 სახეობის ყველი ედოთ “როკფორიდან” დაწყებული “ჰოლანდიურით” დამთავრებული.

    (ათონის სქიმონაზონის წმ. პაისის ცხოვრებიდან და დარიგებიდან, რომელიც მოყვანილია დიონისე ტაცისის წიგნიდან “როცა სხვისი ტკივილი შენი ტკივილი ხდება”.)


    --------------------------------------------------------------------------------

    წმ. ბერი პაისი

    ბეჭდის შემოღების ვერაგი ხერხი


    ...ნელ-ნელა, ბარათების და პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ, ანუ პერსონალური დოსიების შედგენის შემდგომ, ისინი ეშმაკურად შეუდგებიან ბეჭდის დასმას. სხვადასხვა ხრიკების საშუალებით ადამიანებს აიძულებენ მიიღონ ბეჭედი შუბლზე ან ხელზე. ისინი დიდ დაბრკოლებებს შეამთხვევენ ადამიანებს და იტყვიან: ”ისარგებლეთ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით, ფული გაუქმდება”. ის, ვისაც ბარათი არ ექნება, ვერ შეძლებს ვერც გაყიდვას, ვერც ყიდვას. მეორეს მხრივ, ისინი დაიწყებენ “სრულყოფილი სისტემის” რეკლამირებას: თვალისთვის შეუმჩნეველი 666-ის ნაკაწრი შუბლზე და ხელზე!
    - ხუცესო, ხომ არ შეძლებენ ისინი ბეჭდის დასმას ძალადობით?
    - აქამდე ისინი ვერ მივლენ თავაზიანობის გამო. ისინი გამოიჩენენ უზენაეს კეთილშობილებას! ისინი ადამიანებს არ აწამებენ, მაგრამ ბეჭდის უქონლობის გამო ადამიანი ცხოვრებას ვერ შეძლებს.”თქვენ უბეჭდონი ბრძანდებით - იტყვიან ისინი - თქვენ რომ ის მიგეღოთ ასეთი სიძნელეები არ შეგხვდებოდათო.” ოქროს მონეტების ან დოლარების მქონე ადამიანი ვერ შეძლებს მათ გამოყენებას. ამიტომ, თუ აქედანვე შევუდგებით უბრალო, ზომიერ ცხოვრებას, შესაძლებელი იქნება იმ წლების ასე თუ ისე გადატანა. ვიქონიოთ პატარა მიწის ნაკვეთი, მოვიყვანოთ ცოტაოდენი ხორბალი, კარტოფილი, დავრგოთ რამდენიმე ზეთისხილი, ვიყოლიოთ ცოტაოდენი საქონელი, თხა, რამდენიმე ფრთა ქათამი. ქრისტიანი ადამიანი შეძლებს თავის კომლის გამოკვებას. თანაც მომარაგებას სარგებელი ნაკლებად ექნება: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ ასეთი ზეწოლა დიდხანს არ გაგრძელდება: სამი, სამნახევარი წელიწადი. რჩეულების გამო დღენი შემცირდებიან, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაივლის ეს წლები. ღმერთი არ დატოვებს ადამიანს, რომელიც განიცდის შეჭირვებას, ხშირად ევლინება წმიდანებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ქრისტე, იმისათვის, რომ ისინი გადაარჩინონ. წარმოიდგინე, როგორ უფრო მეტად დაეხმარება მაცხოვარი ახლა, როდესაც გაუბედურებული ხალხი იმყოფება ასეთ გაუსაძლის ყოფაში...

    ბეჭედი უარყოფის ტოლფასია


    მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი უაღრესად ნათლად აღწერს აღბეჭდვის შესახებ აპოკალიპსისში, ზოგიერთებს ეს არ ესმით. რას ეტყვი მათ?
    - საუბედუროდ შეიძლება გავიგონოთ უამრავი სისულელე ზოგიერთი თანამედროვე “გნოსტიკოსისაგან”. “მე მივიღებ მოწმობას სამი ექვსიანით და გამოვსახავ მასზე ჯვარს”, _ ამბობს ერთი. მეორე შემოსძახის:”მე კი მივიღებ ბეჭედს შუბლზე და გადავიწერ პირჯვარს”. და იმეორებენ მთელ რიგ ამდაგვარ სისულელეებს. ისინი ფიქრობენ, რომ ასე იკურთხებიან, მაშინ, როდესაც ეს აზრი არის ხიბლი. ერთმა მეუფემ მითხრა:”მოწმობაში იქ, სადაც ხელი უნდა მოვაწერო, გამოვხატავ ჯვარს. ქრისტეს არ უარვყოფ: მე მხოლოდ მომხმარებელი ვარ მომსახურე სისტემისა”.
    - კეთილი, - მე ვუხსნი მას, - თქვენ ხართ მეუფე, და თქვენი განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, გამოსახავთ ჯვარს თქვენი სახელის წინ. სხვა – არქიმანდრიტია, მისი მდგომარეობაც განსაკუთრებულია და ისიც მისი სახელის წინ დასვამს ჯვარს. ერმა რაღა ქნას? “სიბინძურე არ იკურთხება. სუფთა წყალი იღებს მადლს და იქცევა ნაკურთხ წყლად. მაგრამ შარდი ნაკურთხ წყლად ვერ იქცევა. ქვა სასწაულის გამოისობით იქცევა პურად, მაგრამ სიბინძურეები კურთხევას ვერ იღებენ. აქედან გამომდინარე მხეცი, ანტიქრისტე, გამოჩნდება რა თავისი სიმბოლიკის სახით ჩვენს მოწმობაში, ჩვენ შუბლზე ან ხელზე, არ იკურთხება, თუნდაც წინ ჯვარი დავუსვათ! ძალას პატიოსნისა ჯვრისა - ამ წმიდა სიმბოლოსა და ღვთაებრივ ქრისტესეულ მადლს ჩვენ ვიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიცავთ ნათლისცემის მადლს, რითაც ვემიჯნებით სატანას, ვუერთდებით ქრისტეს და ვიღებთ წმიდა ნიშანს -”სული წმიდის ბეჭედს”.

    დავუშვათ, რომ ჩვენ არ ვიცოდით და მივიღეთ ბეჭედი. მაშინ ქრისტე გვეტყვის ჩვენ: - “ორგულნო! პირისამე ცისაი იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისხმის-ყოფად”.

    ბეჭდის მიღებისას, თუნდაც უმეცრებით, ადამიანი კარგავს ღვთაებრივ მადლს და იღებს მხეცის ზემოქმედებას, როდესაც მღვდელი ნათლობისას ჩვილს წმიდა ემბაზში ჩაუშვებს, ბავშვმა არ იცის, რომ იღებს სულიწმიდის მადლს, თუმცა შემდგომში მასში სუფევს ღვთაებრივი მადლი. ახალი პირადობის მოწმობები

    ...ერთნი ბრკოლდებიან პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით, მეორენი კი სარგებლობენ ამით და ართულებენ დაბრკოლებებს. ეკლესიამ მართებული პოზიცია უნდა დაიკავოს, უნდა აუხსნას მორწმუნეებს, რომ ახალი მოწმობების მიღება იქნება მათი დაცემა, და იმავდროულად, ეკლესიამ უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს, რომ ახალი პირადობის მოწმობა, უკიდურეს შემთხვევაში, არ იყოს აუცილებელი! თუ ეკლესიის პოზიცია არ იქნა სერიოზული, თუ მორწმუნეთა თავისუფლება ხელყოფილ იქნა და ვისაც უნდა - აიღებს ახალ მოწმობას, ხოლო ვისაც არა - დარჩება ძველით, მაშინ მხოლოდ მცირედნი არ მიიღებენ სამ ექვსიანს. მათ ელით განსაცდელი, ვინაიდან დანარჩენები დაუპირისპირდებიან მათ. ადამიანთა უმრავლესობა მიიღებს მოწმობას მხეცის რიცხვით. ისინი, ვინც მოინდომებენ კეთილდღეობას, მიიღებენ ახალ მოწმობებს, მხოლოდ ალალი და მოკრძალებული ადამიანები დარჩებიან ძველი საბუთებით, ამიტომაც მათ აწამებენ!

    წმ. ბერი პაისი ანტიქრისტეს ბეჭედზე


    ...ბეჭედი, ხელზე ან შუბლზე ჩაკაწრული, აცნობებს მათ შენს ადგილსამყოფელს, შენს მონაცემებს, შემოსავალს და ხარჯებს. ასეთ დიქტატურას მხოლოდ ეშმაკი ასწავლის. ბეჭდის დასმით მათ სურვილი აქვთ ყველა ადამიანი აიყვანონ აღრიცხვაზე. ბეჭდის მიღებისას ადამიანი უარყოფს ღმერთს. იგივეა პასპორტების მიმართ. როდესაც პასპორტს აქვს მხეცის სიმბოლო, და მე თავად ვაწერ ხელს, ჩემს პირად პასპორტზე - ეს უკვე წვრილმანი არ არის. აქედან გამომდინარე მე ვეთანხმები უარყოფას. მაგრამ, როგორც იოანე მახარებელი და წმიდა მამები გვასწავლიან, ვინც ბეჭედს არ მიიღებს, მათ ვერ გააკონტროლებენ და ვერც იპოვნიან”.

    ამონაწერი მაგნიტოფირზე ჩაწერილი საუბრისა, რომელიც შედგა
    1992 წელს. სენაკი პანაგუდა, ათონი







    საქართველო გლობალიზაციაში, მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული კონსტიტუციითა და
    ტრადიციულ–პატრიარქატული ოჯახებით!
    აიტაცეთ სლოგანი და გააზიარეთ თქვენ და თქვენმა facebook-მეგობრებმა - დააწექით ამ ღილაკს :
    , შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ღილაკზე „ბმულის გაზიარება", მერე კიდევ გამოვა ერთი ფანჯარა, მითითებული უსაფრთხოების კოდი შეიყვანეთ და დააწექით ღილაკს „დასტური“, შედეგად თქვენს facebook-გვერდზე დაანონსდება ეს საიტი.
    ამ ვებგვერდს რაც უფრო მეტად გაავრცელებთ – მით უფრო მეტ მადლს მიიღებთ! ამას მეყსეულად დაინახავთ პირად ცხოვრებაში!
    –მარადის დალოცვილი იქნებით სასწაულთმოქმედი მეუფისგან!
    გააგრძელე საქართველოს ნამდვილი ისტორია! ამინ!




    იხილეთ ანონიმი მეუფის მიერ აღსრულებული სასწაულები!

    უფლის ძლიერი ხელი აიძულებს თურქეთ-რუსეთს დაგვიბრუნოს მამული

    მეუფის ნიშ-სასწაულებრივი მინიშნებანი ID ბარათებზე

    გამაფრთხილებელი მიწისძვრების სასწაულებრივი სამკუთხედები ევროკავშირში 11.11.11*20-29.05.12

    ჩვენი ლექტორი და მზეზე სასწაულებრივი პროტუბერანცული ამოფქრვევა

    თბილისი გაიზიარებს ნინევიის ან სოდომის ბედს
    Copyright elia.ucoz.com © 2017 |