შაბათი, 20.04.2024, 05:23:19თავფურცელი | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

    მეუფის სასწაულები

    შესვლა

    ძებნა ჩვენს საიტზე

    ამჟამად აქ ვინაა:


    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    გლობალიზაცია
    საქართველო გლობალიზაციაში, მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული კონსტიტუციითა და ტრადიციულ–პატრიარქატული ოჯახებით!


    ერთპიროვნულ მსოფლიო ბატონობაზე მრავალ მხედართმთავარსა თუ პოლიტიკოსს უოცნებია, მაგრამ ამის განხორციელება მხოლოდ ჩვენს დროში გახდა რეალური. წინა საუკუნეებში მძლავრი კომუნიკაციების არ არსებობის პირობებში შეუძლებელი იყო ერთი თაობის პერიოდში ყველა რელიგიური ლიდერის სათანადოდ მომზადება და კულტურულ–რელიგიური სხვადასხვაობის ბარიერის გადალახვა. დღეს ამას "გლობალიზაციას" უწოდებენ, თუმცა "პროკრუსტეს სარეცელიზაცია" უფრო შესაფერისი ტერმინი იქნებოდა, რამეთუ ეს პროცესი ორიენტირებულია მსოფლიო ხალხების ერთ უსახურ, უტრადიციო, უსამშობლო, მრუშულ–კოსმოპოლიტურ სტანდარტზე გადაყვანისათვის. და მართლაც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიოს თავკაცები ცდილობენ ყველა რელიგიის ერთ ჩარჩოში მოქცევას, რათა შემდგომ ეტაპზე საყოველთაო ცრუმესიას – "განკაცებულ ღმერთს" დაუმორჩილონ და იოლი სამართავი გახადონ ყველა ადამიანი დედამიწის ზურგზე.

    რა სჭირდებათ ამისთვის? ის, რომ პირველ ეტაპზე ყველა რელიგია გამოფატრონ და შიგთავსი შეცვალონ ე.წ. "ადამიანური, გულისმიერი სიყვარულითა" და მრუშული ცოდვების სიმძიმის "გალაითებით", გარეგნულად კი მათთვის მისაღებია ნებისმიერი ფორმა! ასეთ "სიყვარულს" არანაირი საერთო არა აქვს ჭეშმარიტ ღვთაებრივ სიყვარულთან და ჰუმანურობასთან! მათი მცდარი გაგებით ყველა რელიგიას საერთო საწყისი აქვს და განსხვავება მხოლოდ გარეგნულ "რიტუალებშია". ეს "გულისმიერ–ადამიანური სექტა" არსობრივ გამოშიგნვას უკეთებეს ყველა ტრადიციულ რელიგიას და უტოვებს მხოლოდ გარეგნულ განსხვავებებს...

    მსოფლიო დონის ამ ურთულესი ოპერაციისათვის კი რამოდენიმე ათწლეულებით ადრე, საიდუმლოდ შერჩეული – მათთვის ერთგული პიროვნებებია საჭირო, რომლებსაც ამზადებენ ამა თუ იმ რელიგიის ლიდერებად, შემდგომში მათთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით. სასულიერო განათლების არ მქონე პირებისთვის, ერთი შეხედვით თითქოს ეს კარგიც კია, რომ მსოფლიოში ამით იოლად გადაიჭრება კონფესიათშორისი დაპირისპირება და ამით თითქოს შეიქმნება მსოფლიო ხალხთათვის "მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ", მაგრამ ასეთი პროკრუსტეს მოდელი, "გორდიას კვანძის" გადაჭრის უპერსპექტივო მცდელობაა და განწირულია კიდევ უფრო მძიმე ყოფისათვის. „ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ გამოწულილვით იცით, რამეთუ დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწევის. რამეთუ რაჟამს თქუან: „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ", მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ, და ვერ განერნენ. ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ. რამეთუ თქუენ ყოველნი შვილნი ნათლისანი ხართ და შვილნი დღისანი, და არა ვართ ღამისანი, არცა ბნელისანი." (შდრ. I თესალ 5.1-5).

    აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული დამღუპველი, კოსმოპოლიტური ოპერაცია შეუძლებელია განხორციელდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც კონსტიტუცია და სამართლებრივი სივრცე ეყრდნობა ადგილობრივ ტრადიციებს. ასეთი ქვეყნები ვერ მოხვდებიან "ცრუმესიის" ანუ ანტიქრისტეს გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების სიაში. სამწუხაროდ საქართველოში დღეს მოქმედებს კონსტიტუცია და სამართალი, რომელიც სულ მინიმუმ საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედს – კავკასიური ტრადიციის მქონე პატრიარქატულ, მათ შორის – მართლმადიდებელ ოჯახებს. გარდა ამისა მრუშულ–სოდომური ცოდვების მამხილებელი ქადაგება, შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველიც კი გახდეს. ეს მაშინ, როდესაც ტრადიციული რელიგიის ლანძღვა–გინება, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" ნიღაბ ქვეშ, წახალისებულიც კია! საქართველოს დღევანდელი ასეთი კონსტიტუცია და სამართლებრივი სივრცე კი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ზემოთ ხსენებული, დამღუპველი, მსოფლიო ანტიქრისტიანულ–კოსმოპოლიტური ოპერაციის განსახორციელებლად!

    მაშ სად არის გამოსავალი? სინამდვილეში გლობალიზაცა, "პროკრუსტეს სარეცელიზაცია" კი არ უნდა იყოს, არამედ საჭიროა მსოფლიო უსაფრთხოების სრულიად ახალი მულტიკულტურული კონცეფცია, სადაც ყველა ერის კულტურულ–ტრადიციული განსხვავებები იქნება დაცული კონსტიტუციურად, ოღონდ არა არსგამოშიგნულად, მოჩვენებითა და გარეგნულად, როგორც ეს ზემოთ ავღნიშნეთ.

    საქართველოს შემთხვევაში გავიხსენოთ მაცხოვრის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიტყვები: "ნუ ჰგონებთ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად"(მათ. 5.17). ჩვენი წმიდანი მამებისთვის ეს სიტყვები არ ნიშნავდა რაღაც აბსტრაქტულ ე.წ. "გულის თუ კიდევ რაღაც ორგანოსმიერ სიყვარულს", არამედ კონკრეტულ მოქმედებას – ბიბლიაზე დაყრდნობით, თუ რა შემთხვევაში, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და სულის საკურნებლად თუ რომელი ეპიტემია გამოეყენებინათ. მათ ძველი აღთქმისეული რჯული გარდაქმნეს ახალი აღთქმის "დიდი რჯულის კანონად". იგი საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა და ივსებოდა. მის გარეშე მართლმადიდებლობა ფარისევლობა და სექტანტობაა! ასევე სხვა რელიგიებიც, მხოლოდ ზედაპირული გარეგნული ფორმებით, არარსებული და მოჩვენებითია. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ "რჯულის კანონი" უკიდურესობაში უნდა გადაიზარდოს ან ბრმად და უსიყვარულოდ უნდა აღესრულოს – მას ჰყავს განმმარტებლები და კომენტატორები: იოანე ზონარა, ალექსი არისტინე, პატრიარქი ბალსამონი და სხვა.

    ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე მართლმადიდებელთა გარდა ყოველთვის ბედნიერად ცხოვრობდნენ წარმართები, კათოლიკეები, იუდეველები, მუსულმანები და მონოფიზიტები, მაგრამ არავის საქართველოს მთავრობაში აზრადაც კი არ მოსვლია "დიდი რჯულის კანონისათვის", როგორც სამართლებრივი ხერხემლისათვის, უნდობლობის გამოცხადება! მხოლოდ ახლახან, წინა საუკუნის დასაწყისში, საბჭოთა რუსეთის გავლით დაჰბერა დასავლურმა მარქსისტულ–ენგელსისტურმა უტოპიურმა სიომ. ღვთის შეწევნით თითქოს დავამარცხეთ ეს წითელი ურჩხული, რუსულ–ცარისტული თეთრი ურჩხულის შემდეგ და აჰა ახალი შავი ურჩხული! ეს წარმოუდგენელია, რაც ჩვეს ქვეყანაში ხდება დღეს – ევროპის, აბსოლიტურად სხვა ისტორიულ წარსულზე ორიენტირებული, უხეშად კალკირებული კონსტიტუცია და სამართალი გვიდევს! ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში საერო და საეკლესიო სამართალი არასდროს დაპირისპირებულა ერთმანეთს. უფრო მეტიც ისინი სრულ ჰარმონიაში ერთურთს ავსებდნენ. მაშინ როდესაც ევროპის საერო და საეკლესიო სამართალს შორის, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული, დღემდეც კი მწვავე დაპირისპირება, შუღლი და უნდობლობაა! ეს მათი პრობლემაა და ჩვენ ეს პრობლემა რატომ უნდა "გადმოვაქსეროქსოთ"??? ეს ხომ სიგიჟე და სიბეცეა!

    ხოლო ის ვინც დღეს უარყოფს "დიდი რჯულის კანონს" ან უგნური მოყვარეა, ან გონიერი მტერი მართლმადიდებლობისა. სამწუხაროდ გამოჩნდნენ ისეთი "უარმყოფლებიც", რომლებიც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ კონსტიტუცია იყოს არატრადიციული, ხოლო "დიდი რჯულის კანონი" ეკლესიაში სასულიერო პირებისა და მრევლისათვისო! ჩვენ არ გვესმის ამას ვის ეუბნებიან? მკვიდრ აბორიგენებს თუ სტუმრებსა და შემოკედლებულებს??? ეს არის ყველა მართლმადიდებელის თავგზის აბნევა... ეს ყვარყვარე–მედროვე, მაღალი სოციალური მდგომარეობის "მართლმადიდებლები", "ჯიპებიდან" და ფეშენ–პენტჰაუზებიდან "მოძღვრავენ" მრევლს და "კატაკომბური ქრისტიანობისა" და ფაქტიურად საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვისაკენ მოუწოდებენ! ასეთი "დამოძღვრით" ირიბად უკრძალავენ მთავრობაში მოსვლას არაფარისეველ, ნამდვილ მართლმადიდებლებს, ხოლო მრუშული ცოდვების "გამლაითებლებსა" და ფარისეველ–მოჩვენებით "მართლმადიდებლებს" კი პირიქით გზას უხსნიან!

    საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია და სამართლებრივი სივრცე მრუშული, ტრადიციული კავკასიური (მათ შორის მართლმადიდებელი) ოჯახების დამანგრეველი და ზოგადად ანტი რელიგიურია. "დიდი რჯულის კანონი" 15–25 წლიანი სასინანულო საეკლესიო სასჯელს უწესებს მრუშული ცოდვების ჩამდენს, კაცისმკვლელთა მსგავსად და მოუწოდებს წირვა–ლოცვის დროს ტაძრის დამდაბლებულ ადგილზე დგომას. მსგავსი დამოკიდებულება აქვთ კათოლიკური, იუდეველური, მუსულმანური და სხვა ტრადიციული რელიგიების, არაზედაპირულ, არაგამოშიგნულ (იხ.ზ.) ნამდვილ მიმდევრებსაც. მიუხედავად ამისა, დღეს არსებული ზემოთ ხსენებული მრუშული, ანტიოჯახური და ანტირელიგიური კონსტიტუციის თაყვანისმცემლები და მხარდამჭერები ეკლესიაში დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობენ. უფრო მეტიც, მათი ფოტოსურათები რამოდენიმე მღვდელმთავრის კელიასაც კი "ამშვენებენ"!!! ამის პარალელურად ზოგიერთი სასულიერო პირი მრევლს მოუწოდებს პოლოტიკაში არ ჩაერიოს და მან მხოლოდ უნდა ილოცოს... ეს მოწოდება მაშინ იქნება სამართლიანი, როდესაც გვექნება საქართველოსთვის შესაფერისი კონსტიტუცია. დღეს კი ასეთი მოწოდებები პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ მათ აწყობთ ასეთი მთავრობა, ასეთი ანტიოჯახური, ანტიკავკასიური, ანტიმართლმადიდებლური და ზოგადად ანტირელიგიური კონსტიტუცია, არ ანაღვლებთ ერის მთლიანი სულიერი მდგომარეობა, მრევლი მხოლოდ "გასაპარსად" სჭირდებათ და ამის სანაცვლოდ მსოფლიო თავკაცებისაგან იერარქიულ დაწინაურებაზე ოცნებობენ, რათა შემდგომ მათი ყურმოჭრილი მონები იყვნენ!

    გამოდის, რომ ნამდვილი მართლმადიდებელი, ასეთი კონსტიტუციის პირობებში, მთავრობაში მხოლოდ "შეპარული" (სანამ "გაშიფრავენ" და დააპატიმრებენ) თუ იქნება. დღევანდელი მრუშული კონსტიტუციის ერთგული კი ეკლესიაში უნდა ფარისევლობდეს ელექტორატისთვის! ეს კი იწვევს ორივე– საეკლესიო და საერო სახელოების დამღუპველ ხრწნას! საბოლოოდ კი მათ გათიშვას, დაპირისპირებას და მარგინალიზაციას როგორც ეს ევროპაშია... დავფიქრდეთ ვის აწყობს ეს?

    ბრძოლის ველზე გასული ჩვენი წინაპრები საშინელ ფიცს დებდნენ: "მოღალატემ დედა შეირთოს ცოლადაო..." ურთიერთშეფიცულნი პირობას დებდნენ, რომ დაიცავდნენ იდეოლოგიურ საფუძველს – იმ ღირებულებებს რომელზედაც მყარად იდგა ჩვენი ქვეყნის სიმფონიურად ურთიერთშეთანაწყობილი საეკლესიო და საერო სამართლებრივი სივრცე, რომლის ხერხემალი იყო მართლმადიდებელი "დიდი რჯულის კანონი". დღეს კი საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია ერთგულების ფიცი დადოს კონსტიტუციაზე, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება "დიდი რჯულის კანონს", კავკასიურ (მათ შორის მართლმადიდებელ) პატრიარქატულ ოჯახებს და ზოგადად ყველა ტრადიციულ რელიგიას, რომელიც კი არის ნამდვილი, არაგამოშიგნული, არაზედაპირული და არა მსოფლიო თავკაცების მიერ, სათავისოდ დამუშავებული! დღევანდელი კონსტიტუცია, მხოლოდ გარეგნულად აღიარებს ტრადიციული რელიგიების მიმდევართა ინტერესების დაცვას, რაც როგორც უკვე თავშივე ავღნიშნეთ, მსოფლიო თავკაცების მიერ კარგად დაგეგმილი ცრუმესიანისტური გეგმის ნაწილია. დასკვნა თავად მკითხველმა გამოიტანოს...

    "დიდი რჯულის კანონი", რომ იყოს საფუძველი ქართული კონსტიტუციისა, საჭიროა მოსახლეობამ, თავად მრევლმა გამოიყენოს თავისი კოსტიტუციური უფლება, მაგრამ ბნელმა ძალებმა ესეც კარგად გათვალეს – ეკლესიაში ზოგიერთი ისეთი საეკლესიო პირები შემოგზავნეს, რომლებიც მრევლს ატყუებენ და აშინებენ, რომ ამ გზით საქართველო "შარიათიზაციის", "ირანიზაციის", "რუსეთიზაციისა" და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი "რაღაციზაციის" გზას დაადგება თურმე! ასეთების გასაგონრად ჩვენი მეუფე კი ამბობს: "საიდუმლოდ დგება სიები და ძალიან მალე მოვა "რუის–ურბნისზე" უფრო დიდი საეკლესიო კრების დრო, როდესაც ასეთი მრუშული კონსტიტუციის მხარდამჭერი საკლესიო ფსევდო–სასულიერ პირებისგან განიწმინდება დედა ეკლესია და მაშინ გაბრწყინდება საქართველო!"













    ჩაწვდით ქართულ სულს! გახსოვდეთ ვისი გორისა ხართ, გახსოვდეთ მეტეხის ხიდზე ასი ათასი – ვინც არ დაუჩოქა ჯალ ალ ედდინს XIII–ში! გახსოვდეთ ახალმოწამენი – ვინც ბოლშევიკებს არ უკმევდა XX–ში! ნუ გახდებით XXI საუკუნის ელექტრონული გლობალური საკონცენტრაციო ბანაკის RFID–დაჩიპული მონა! გახსოვდეთ, რომ 3000 წლოვანი სახელმწიფოებრივი ისტოორიის მქონე ქვეყნის მკვიდრი შვილი ხართ! გახსოვდეთ, რომ "მართლმადიდებელი რჯულის კანონის" დასაცავად თქვენი მამა–პაპა სიცოცხლეს წირავდა ბრძოლის ველზე! და აჰა არმაგედონი – გადამწყვეტი ბრძოლის ველი... კანონიერი გზით აღვადგინოთ "მართლმადიდებელ რჯულის კანონზე" დაფუძნებული კონსტიტუცია! ევროპამ მოგვიტევოს პირდაპირობისთვის, მაგრამ მათი ზოგიერთი ე.წ. "ღირებულება" შეურაცხმყოფელი, ანტიქრისტიანული და ანტიკავკასიურია! გასული საუკუნის 20–იან წლებში, საბჭოური ანექსიის დროსაც ასე იყო: იკრძალებოდა ეროვნულ ღირებულებებზე აგებული კონსტიტუცია... საბჭოური 70 წლიანი მონობიდან დახსნილებმა ახალი მონობის უღელი, რატომ უნდა დავიდგათ?! დღევანდელი – ასეთ ურჯულო კონსტიტუციისა და ასეთი ანტიქრისტიანული "სამართლებრივი სივრცისთვის" იბრძოდა საბჭოთა ციმბირის ГУЛаг-ებში ნაწამები სასულიერო თუ საერო დისიდენტობა???... რა თქმა უნდა არა და არა!!! სამწუხაროდ ბნელმა ძალებმა ეროვნული–დისიდენტური მუხტი თავისი ვიწრო მერკანტილური მიზნებისათვის გამოიყენეს... ევროპა თუ მართლა საქართველოს მეგობარია, მასზე ღვთივ–დაკისრებულ მისიას, უპირობოდ – ჩვენგან ყოველგვარი სტანდარტების მოთხოვნის გარეშე, აღასრულებს. ხოლო თუ ტრადიციული სახელმწიფოს აღდგენაში ევროპა არ დაგვეხმარება, და დაჟინებით გააგრძელებს, ზოგიერთი მარიონეტული მღვდელმთავრებითა და "ფსევდო–ეროვნული მედროვე პარტიებით", თავის წეს–ჩვეულებებზე საქართველოს გადაყვანას, მაშინ ღმერთი, სასჯელის სახით, ევროპის აშენებულ–დალაგებულ ქალაქებს, ბუნებრივი სტიქიური კატაკლიზმებით, სულ თანმიმდევრობით იავარჰყოფს... ამის სასწაულებრივი და ნათელი დასტური მეუფის სასწაულებრივი გამაფრთხილებელი მიწისძვრების ვიდეო–რგოლებია! ხოლო ჩვენ კი ტოტლებენ–გადატანილი ქართველები, რაოდენობითა და სამხედრო აღჭურვილობით მრავალჯერ აღმატებულ მტერთანაც კი, ღვთის შეწევნით, ყოველთვის ვიმარჯვებდით და სულიერად უპირატესნი ვიყავით ხოლმე და მომავალშიც ასე ვიქნებით! უშიშრად დავამსხვრევთ ამირანის ბორკილებს, მსგავსი ტრადიციების მქონე, მოძმე აფხაზ, ოს და სხვა კავკასიელებთან ერთად , რათა ჩვენს ადათთან მისადაგებული კონსტიტუცია და სამართლებრივი სივრცე გვქონდეს! ღმერთი იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსი, მისი მეგობარი ქვეყნებისა და სრულიად კავკასიის მფარველი! ამინ.






    საქართველო გლობალიზაციაში, მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული კონსტიტუციითა და
    ტრადიციულ–პატრიარქატული ოჯახებით!
    აიტაცეთ სლოგანი და გააზიარეთ თქვენ და თქვენმა facebook-მეგობრებმა - დააწექით ამ ღილაკს :
    , შემდეგ გამოსულ ფანჯარაში ღილაკზე „ბმულის გაზიარება", მერე კიდევ გამოვა ერთი ფანჯარა, მითითებული უსაფრთხოების კოდი შეიყვანეთ და დააწექით ღილაკს „დასტური“, შედეგად თქვენს facebook-გვერდზე დაანონსდება ეს საიტი.
    ამ ვებგვერდს რაც უფრო მეტად გაავრცელებთ – მით უფრო მეტ მადლს მიიღებთ! ამას მეყსეულად დაინახავთ პირად ცხოვრებაში!
    –მარადის დალოცვილი იქნებით სასწაულთმოქმედი მეუფისგან!
    გააგრძელე საქართველოს ნამდვილი ისტორია! ამინ!


    გამოკითხვა საქართველოს სამართლებრივი სივრცისა და კონსტიტუციისათვის
    სულ პასუხი: 2623

    Copyright elia.ucoz.com © 2024 |